logo_geo
eng_logo
გიორგი იაკობაშვილი: ახლა, ერთს ვერ ნახავ, ვინც იტყვის, ნაცებს ხმა მივეციო...
- +

22 ნოემბერი. 2016. 11:18



გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში 13 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდა.



13 წლის წინ, ამ დღეს, 22 ნოემბერს, ნაცნაბოზრების ბანდა პარლამენტში შევარდა. უკვე ყველაფერი გასაგები იყო. დავჯექი და ცოლს ეკა მაჩიტიძეს მოვუყევი ყველაფერი, რაც მომდევნო წლებში მოხდებოდა. ერთადერთი, ახალგორის ჩაბარება ვერ ვიწინასწარმეტყველე. მერე, დავჯექი და სხვებიც რომ არ დამეგრუზა, მარტომ დავლიე გომის" ნახევარლიტრიანი პერცოვკა" და ლიტრანახევრიანი ლომისი". კარგი ლუდი იყო ლომისი"...

ვერ დავთვერი.

მერე, მე და ზვიად გელაშვილი წავედით ერთ ოფისში, სადაც რამდენიმე ადამიანთან ერთად ვმსჯელობდით, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა იმ სიტუაციაში.

ვერაფერი მოვიფიქრეთ და დავიშალეთ.

ხალხი, 97%, ქუჩაში ერთმანეთს კოცნიდა, 3% სიმწრის ცრემლებს ვერ ვიკავებდით.

ახლა, წამლად რომ გინდოდეს, ერთს ვერ ნახავ, ვინც იტყვის, ნაცებს ხმა მივეციო..." - წერს გიორგი იაკობაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner