logo_geo
eng_logo
„მიხო ბავშვს ჰგავს, რომელიც საყვარელი თამაშითაა გართული და გაჩერება აღარ შეუძლია“
- +

23 ნოემბერი. 2016. 11:20


«Die Zeit» (გერმანია), 21 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.zeit.de/2016/48/michail-saakaschwili-ukraine-georgien-korruption

 

ნოემბრის ერთ თბილ დღეს, ორშაბათს, მიხეილ სააკაშვილმა თავის ძველ მეგობარს ომი გამოუცხადა. თავისი ნაბიჯის შესახებ წინასწარ არავისთვის უთქვამს. მიხეილ სააკაშვილი შორს მიმავალი გადაწყვეტილებების მიღების დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდობა", - ასე იწყება სტატია, რომელშიც ექს-პრეზიდენტ-გუბერნატორის ქართულ-უკრაინული პოლიტიკური ოდისეაა მიმოხილული (ავტორი - შტეფან დობერტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით (თავისუფალი თარგმანი):

 

 

ექს-გუბერნატორის  ყოფილ კაბინეტში პეტრო პოროშენკოს სურათი ჰკიდია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თავის 30-წლიან მეგობარს ზემოდან დაჰყურებდა. დღეს მიხო პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდის. იგი იმ ბავშვს ჰგავს, რომელიც საყვარელი თამაშითაა გართული და გაჩერება აღარ შეუძლია. ეს თამაში პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენს. ყოფილი პრეზიდენტის ნაბიჯები, ერთი მხრივ, მოსახლეობის შთამაგონებელია, მეორე მხრივ კი - დამაშანტაჟებელი. ბევრი მის ქმედებაში სახელისუფლებო ინსტინქტს ხედავს და მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი წერას ატანილი ადამიანის მსგავსად მოქმედებს, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებაო. მეორენი ფიქრობენ, რომ მიხოს საინტერესო გეგმები აქვს.

 

 

გაისად მიხეილ სააკაშვილს 50-წლიანი იუბილე ექნება. იგი საქართველოში დაიბადა, შავიზღვისპირა პატარა ქვეყანაში. 33 წლის ასაკში იუსტიციის მინისტრი გახდა, 35 წლისამ რევოლუცია მოახდინა, 36 წლის მიხეილ სააკაშვილი კი სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს. 40 წლის რომ იყო, მან პირველი ომი გადაიხადა: რუსეთი თავს დაესხა ევროპისაკენ მზირალ საქართველოს და საჰაერო დარტყმებთან ერთად, კიბერშეტევაც განახორციელა. სამწუხაროდ, ხუთი დღის ბრძოლების შემდეგ საქართველოს არმიამ უკან დაიხია. დღეს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფება.

 

 

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ორი ვადის პერიოდში ქართული სახელმწიფო საფუძვლიანად შეცვალა. მან ბრძოლა გამოუცხადა იმ ავადმყოფობას, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანაა დაავადებული - კორუფციას. როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად  აირჩიეს, მან საქართველო უგანდაზე დაბალი ინდექსით მიიღო (133- ადგილით), ხოლო როცა იგი ცხრა წლის შემდეგ პრეზიდენტობიდან წავიდა, საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგში დატოვა, 55- ადგილით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების - საბერძნეთი, ჩეხეთი და იტალიის გვერდით. „მიხეილ სააკაშვილი რადიკალურად მოქმედებდა. მთავარი რეფორმა პოლიციაში განხორციელდა. მან ასევე  შეამცირა ბიუროკრატიული აპარატი და თანამშრომლებს ხელფასები მოუმატა", - ამბობს თიკა ნინუა, რომელმაც ორგანიზაცია Transparency International"-სთვის საქართველოში განხორციელებული რეფორმები გაანალიზა.

 

 

ბევრი ქართველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი და მას პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგალითად, საპყრობილეებში მომხდარი წამების ფაქტებისა და კერძო საკუთრების უკანონო ჩამორთმევის გამო, თუმცა თვითონ ექს-პრეზიდენტი თვლის, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებულიმართალია თუ არა ეს ყველაფერი, ძნელი სათქმელია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქართველთა საკმაო ნაწილი მიხეილ სააკაშვილით ამაყობს: მან საქართველოში კორუფციისათვის ნიადაგი მოსპო და ახლა იმავეს გაკეთება უკრაინაშიც სურს. ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველოს მსგავსი რეფორმების გამეორება უკრაინაშიც შესაძლებელია და რომ ქვეყნის ისტორიისთვის ეს აუცილებელია. ამიტომაც მან გასული წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, იგი დათანხმდა ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნაზე... საერთოდ, კორუფციას უკრაინაში ღრმად აქვს გადგმული ფესვები, მაგრამ ოდესა ამ მხრივ განსაკუთრებულია - ეს მაფიოზთა ქალაქია. ქრთამის გარეშე აქ ვერაფერს გააკეთებ, ვერაფერს ააშენებ, რადგან ყველაფერსჯიბეში ჩაცურებული" გრივნა-დოლარი წყვეტს. კორუფცია ხელს უშლის ქვეყნის  ბიუჯეტის შევსებას და, შესაბამისად, სოციალური ხარჯვითი ხვრელების ამოვსებას.

 

 

მიხეილ სააკაშვილს ასეთი სიტუაციის შეცვლა სურდა. მან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა და ახალი კადრები მიიღო საბაჟოში, პოლიციასა და საოლქო ადმინისტრაციის აპარატში, მაგრამ ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას მხარდაჭერა შეუწყვიტა. პრეზიდენტმა უღალატა თავის განცხადებას, რომელიც მან ერთი წლის წინათ ოდესაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის გახსნის დროს წარმოსთქვა: უკრაინა 24 წელი ელოდა ამ დღეს, როცა კორუფციასთან ბრძოლა დაიწყებოდაო".

 

 

წყარო: http://geotimes.ge/


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner