logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: სამწუხაროდ, ქვეყნის სვე-ბედის განსაზღვრა არა მის უწმინდესობას, არამედ „ენჯეოშნიკებს“ მივანდეთ!
- +

23 ნოემბერი. 2016. 12:01



ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ეს ვიზიტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და დასძინა, რომ სასულიერო პირები ყოველთვის პოულობენ გამოსავალს უმძიმესი სიტუაციებიდან.


„სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჩვენში ისე მოხდა, რომ ბოლო დროს ქვეყნის სვე-ბედის განსაზღვრა არა მის უწმინდესობას, არამედ საშუალო სქესის მქონე „ენჯეოშნიკებს" მივანდეთ! მაშინ, როდესაც პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1948 წელს მოსკოვში იყო ჩამოსული, მაშინ როცა სასულიერო პირები ყოველთვის პოულობენ გამოსავალს უმძიმესი სიტუაციებიდან, ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ჩავუგდეთ სექტანტებსა და უზნეო ადამიანებს, რომელთათვისაც ოჯახი, ტრადიციები და ეროვნული ფასეულობები არაფერს წარმოადგენს.

 

ვფიქრობ, პატრიარქის მოსკოვში ვიზიტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მისი უწმინდესობის ყველა ადრინდელ ვიზიტთან შედარებით! რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად. ჩვენი მთავრობა აქამდე თავს უფლებას არ აძლევდა, ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან პარლამენტი სავსე იყო ნაციონალებით და ხელისუფლება შიშობდა, რომ ამას მოჰყვებოდა „კრემლის აგენტისა" თუ „რუსეთუმეების" იარლიყების მიწებება. თუ რომელიმე ქართველს ენა მოუტრიალდება და პატრიარქზე იტყვის, რომ უწმინდესი „კრემლის აგენტია", მაშინ ყველაფერზე ზედმეტია ლაპარაკი და გასაგებია, საითკენაც მივექანებით", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner