logo_geo
eng_logo
ვახტანგ აბაშიძე: თუ ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა დადასტურდება, მზად ვარ, პასუხი ვაგო
- +

23 ნოემბერი. 2016. 12:25



საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.



გავეცანი თქვენს პუბლიკაციას და შევეცდები, განვმარტო, რა ინფორმაციას ვუმალავ" საზოგადოებას ნებსით თუ უნებლიევადასტურებ, რომ წლების მანძილზე ვარ ორი საწარმოს - შპს ოპტიმა მენეჯმენტის" და შპს დეგაპრინტ+"-ის პარტნიორი (მითითებულია ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში), რომელთა საქმიანობა არ განეკუთვნება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროს.

 

2014 წლის აპრილის თვეში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად არჩევის  შემდეგ აღარ ვასრულებ შპს ოპტიმა მენეჯმენტის" დირექტორის მოვალეობას, რაც, სამწუხაროდ, არ არის ასახული სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში. რაც შეეხება ჩემი ზრდასრული შვილების ჩართულობას სამეწარმეო საქმიანობაში, რის თაობაზეც თქვენი პუბლიკაციიდან შევიტყვე, დავადგინე, რომ: შპს  Advertus"-, რომლის 33% წილის მფლობელია ანდრია აბაშიძე და შპს უნივერსალ ბიზნეს ჯგუფს", რომლის 33-33% წილის მფლობელები არიან ანდრია და ლევან აბაშიძეები, დღიდან დაარსებისა, აქტივობა არ განუხორციელებიათ და არანაირი შემოსავალი არ მიუღიათ (დაინტერესების შემთხვევაში გადამოწმება შესაძლებელია).

 

თქვენს პუბლიკაციაში დასახელებული კიდევ ერთი კომპანია - შპს ედ პლიუსი", რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ანდრია აბაშიძე, 2016 წლის 8 ნოემბერს არის დარეგისტრირებული და, შესაბამისად, ინფორმაცია მის შესახებ ჩემს 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ვერც აისახებოდა. თუ ჩემი ქმედებით თუ უმოქმედობით ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა დადასტურდება, მზად ვარ, პასუხი ვაგო კანონმდებლობის შესაბამისად", - აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner