„ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში „ჯორჯიან თაიმსისა"და „გორბის" მე-17 ბიზნესდაჯილდოების შესახებ წერს.
„ჯორჯიან თაიმსის" N17 National Business Awards!!! ხელოვანების, დიზაინერებისა და საქართველოს ეროვნული ზარაფხანას მიერ კონკრეტულად ჩვენი ღონისძიებისთვის დამზადებული ეს ექსკლუზიური და უძვირფასესი ჯილდოები, სამკერდე ნიშნები, კომპოზიციები და დიპლომები 10 ნოემბერს წინა წლის საუკეთესო ბიზნესმენებსა და ინვესტორებს გადაეცათ. ეს ბიზნეს-დღესასწაული უკვე მეჩვიდმეტედ, სწორედ მათთვის შედგა, ვინც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი - ქართველი და უცხოელი ბიზნესმენისა და ინვესტორებისათვის", - წერს ნანა გაგუა.