logo_geo
eng_logo
ნორა კვიციანი: ნაციონალები თითქოს რუსების წინააღმდეგ არიან, სინამდვილეში ყველაფერი მათ გადასცეს!
- +

23 ნოემბერი. 2016. 12:28



სოფელ აჟარის ყოფილი გამგებელი ნორა კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის რუსეთის კაცია. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა ისეთია, თითქოს ისინი რუსების წინააღმდეგ არიან, სინამდვილეში კი, ყველაფერი მათ გადასცეს.


„მიშა რუსეთის კაცია - ამაზე ორი აზრი არ არსებობს! მიკვირს, ხალხი როგორ ვერ ხვდება დღემდე ამას?! სააკაშვილი რომ რუსეთის კაცი არ იყოს, ასე გადასცემდა მათ ტერიტორიებს?! ტყვიაც კი არ ისროლეს, ისე მიართვა კოდორის ხეობა რუსეთს! ნაციონალების პოლიტიკაა, თითქოს რუსების წინააღმდეგ არიან, სინამდვილეში ყველაფერი მათ გადასცეს! მიხეილ სააკაშილი ხალხის დასანახად ებრძოდა რუსეთს, თორემ რეალურად მათი საქმე გააკეთა. ყველაფერი დადგმული და წინასწარ გათვლილი იყო, მათ შორის ისიც, რომ მერე ეთქვათ, თითქოს ემზარი რუსებთან იყო შეკრული. ჩემი ძმა რუსეთის კაცი რომ ყოფილიყო, დღეს ასეთი განადგურებული არ იქნებოდა, ნულზე ზის, ბინაც კი არ აქვს.

 

მე ჩემმა სიმართლემ გადამარჩინა, თორემ იმას ვინ გაუძლებდა, რაც გადავიტანე?! ციხეში 6 წელი და 4 თვე ვიყავი, აქედან წელიწადი და 4 თვე „კრიტში" გამატარებინეს, მერე იყო ზუგდიდის ციხე და აღარც ვიცი, რამდენი წვალება გამოვიარე, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმართლე ადრე თუ გვიან იზეიმებდა. დღეს ჩემთვის სამართალი აღდგა!" - განაცხადა ნორა კვიციანმა. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner