logo_geo
eng_logo
ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპის მეუღლე და მათი შვილი თეთრ სახლში არ იცხოვრებენ
- +

23 ნოემბერი. 2016. 12:49



აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია და მისი 10 წლის ვაჟი ინაუგურაციის შემდეგ, ვაშინგტონში ტრამპთან ერთად თეთრ სახლში არ იცხოვრებენ.



ინფორმაციამ, რომ მელანია და ბარონ ტრამპები დონალდთან ერთად იანვარში თეთრ სახლში არ გადავლენ, საზოგადოების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია.



ტრამპის განცხადებით, მისის ტრამპი და ბარონი ვაშინგტონში მხოლოდ მას შემდეგ გადავლენ, როდესაც ბარონი სკოლას დაამთავრებს. თუმცა, ტრამპს ზუსტი დრო არ დაუსახელებია.



„ტვიტერის" მომხმარებლების ნაწილი აღშფოთებულია და წერენ, რომ მელანია ტრამპის გადაწყვეტილება არის შემაძრწუნებელი, რადგან ქვეყნის პირველი ოჯახი სიმბოლურად თეთრ სახლში უნდა ცხოვრობდეს. ხოლო ნაწილი კი ხუმრობს იმის შესახებ, რომ თეთრი სახლის ინტერიერი მელანიას გემოვნებაში არ ჯდება.



ამჟამად, დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში „Trump Tower"-ში ცხოვრობს. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის ინაუგურაცია ვაშინგტონში 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner