უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა" თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას ქვეყნის საკეთილდღეოდ არ იყენებს:
"ჩვენი ხელისუფლება არ ემსახურება ცრუ ნაცების ინტერესებს, ჩვენი ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ორიენტაციაში ცვლილებები თქვენკენ მოიკითხეთ.
წინა კვირა ნათელი მაგალითი იყო იმის, რომ ისინი თავის ნებაზე უნდა მიუშვა. კომიტეტის სხდომაზე მოვარდნენ და ხეების მოჭრის საკითხის დღის წესრიგში შეტანა მოითხოვეს, თუმცა მათ ჩვენი ფლორა და ფაუნა არ აინტერესებთ. ის, რაც კარგია ნაციონალებისთვის, სახელმწიფოსთვის ცუდია და ესაა აქსიომა. მათ აწუხებთ, ვაითუ ეს ქვეყანა მათ გარეშე აშენდეს. ოღონდ მათ ჰქონდეთ ძალაუფლება, მეტი არაფერი აწუხებთ. საკუთარ დედას არ დაინდობენ, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ამ უსამშობლო ძალას მოსახლეობამ უნდა უთხრას არა"- განაცხადა ნიშნიანიძემ.