logo_geo
eng_logo
24 ნოემბერს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო გზა გადაიკეტება
- +

23 ნოემბერი. 2016. 13:33



ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს,  თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება.


ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ: აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების (გლდანის ხიდების) მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით მოხვდება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.


ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, ხიდზე ყველაზე რთული სამუშაოები მიმდინარეობს.


ხიდზე მიმდინარე საკმაოდ რთული სამუშაოების გამო, ხვალ შუადღემდე, დღის ერთ მონაკვეთში, თბილისიდან გამავალ მანქანებზე მცირედი შეზღუდვა დაწესდება. ამის შესახებ, მძღოლებს, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, წინასწარ ეცნობებათ. მოძრაობა დროებით გლდანი-კონიაკის დასახლების მიმართულებით გადაერთვება, თუმცა ეს იქნება ძალიან მცირე შეფერხება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგება," - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ამ დროისთვის, უკვე დასრულდა ხიდის ბურჯების მოწყობა. მიმდინარეობს მალის ნაშენის მონტაჟი, რისთვისაც კონტრაქტორმა კომპანიამ სპეციალური ტექნიკა - 300-ტონიანი ამწე  აზერბაიჯანიდან შემოიყვანა. შემდეგ ეტაპზე დაიგება რკინაბეტონის ფილები და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი. მალის დამონტაჟება 24 ნოემბერს დაიწყება.


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner