აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პრეზიდენტის თავისუფლების მედალი საზოგადო მოღვაწეებს პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ გადასცა. ცერემონიაზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, დაჯილდოვდნენ ბრიუს სპრინგსტინი და დაიანა როსი, ასევე კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, მსახიობები - ტომ ჰენკსი, რობერტ დე ნირო და რობერტ რეტფორდი.
პრეზიდენტის თავისუფლების მედალი ყოველწლიურად იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომლებმაც შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.