logo_geo
eng_logo
რამზან კადიროვი: ჩეჩნეთის სპეცრაზმს ამერიკელი ინსტრუქტორები გაწვრთნიან
- +

23 ნოემბერი. 2016. 14:08



ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის განცხადებით, ჩეჩნეთის სპეცრაზმს ამერიკელი ინსტრუქტორები გაწვრთნიან.


მისი თქმით, ჩეჩნეთის სიდიდით მეორე ქალაქ გუდერმისში მშენებარე სპეცრაზმის მოსამზადებელ საერთაშორისო ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორებიც იმუშავებენ.


 

არ შეიძლება იმ ფაქტის უარყოფა, რომ აშშ-ში არიან ნამდვილად მაგარი ბიჭები ლათინურ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში გასაჯაროებულ და საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილებით. სასწავლო ცენტრში მუშაობაზე განაცხადი კერძო კომპანიებიდან ათამდე ამერიკელმა ინსტრუქტორმა შეიტანა. ისინი ცნობილი ადამიანები არიან. ვნახოთ. ხოლო აშშ-ის ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებს ჩვენთან, ჩეჩნეთში სანქციები აქვთ დაწესებული", - განაცხადა რამზან კადიროვმა.

 


კადიროვის განმარტებით, მშენებარე ცენტრში მომზადებას გაივლიან არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების სპეცრაზმის მებრძოლები. მისი თქმით, დაინტერესება გამოთქვეს არგენტინის, დანიის, ბელგიის, იტალიის, კანადის, ნორვეგიის, პაკისტანის, ომანის, სამხრეთ აფრიკის, ტანზანიის, ფილიპინებისა და ჩინეთის სამხედრო და დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner