logo_geo
eng_logo
„სააკაშვილი აპირებდა, უკრაინაში მთავრობის სხდომაზე მოეწყო ჩვეული სკანდალი, მაგრამ მას ამის ნება არ მისცეს”
- +

23 ნოემბერი. 2016. 14:26



„მთავრობის სხდომას, რომელმაც სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, თავადოდესის გუბერნატორი არ დაასწრეს. სააკაშვილს საშვიც არ გამოუწერეს", - ამის შესახებ „საქართველოს გადარჩენის მოძრაობის" ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს.


„მიუხედავად ამისა, ის მაინც ცდილობს ახალი პარტიის შექმნას. ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან ექს-პრეზიდენტი გადააყენეს. თუმცა, თავად სააკაშვილმა საკუთარი ნებით წასვლის ხმაურიანი სცენა გაითამაშა.

 

მთავრობის სხდომას, რომელმაც სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, თავად ოდესის გუბერნატორი არ დაასწრეს. სააკაშვილს საშვიც არ გამოუწერეს. არადა, ჯგუფთან ერთად იგი მთავრობის შენობის კართან იდგა და საშვებს მოითხოვდა. ამის დამადასტურებელი ფოტოებიც არსებობს უკრაინაში. სააკაშვილი აპირებდა, მთავრობის სხდომაზე მოეწყო ჩვეული სკანდალი, მაგრამ მას ამის ნება არ მისცეს. მანამდე ოდესის ოლქის ადმინისტრაციის შენობაში მან დესანტი, ანუ უკრაინაში წასული აქაურები შეკრიბა.  ნაწილს დაევალა მონაწილეობა ახალი პარტიის ფორმირებაში. მისი სათავო ოფისი კიევში იქნება. თავად სააკაშვილი კიევში აპირებს გადაბარგებას. გუნდის ნაწილი მან საქართველოში მოავლინა", - განცხადა მირიან მირიანაშვილმა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner