logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს რუსულ სპეცსამსახურებთან რეალობა დასაბუთებულად ავლენს!
- +

21 მარტი. 2016. 21:50


საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია „გირჩის" წევრების მოთხოვნას, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე სოციალურ ქსელში ეხმიანება:


"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები - ამჟამად "გირჩები" ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ პარლამენტში. ამ ინიციატივის მოტივაციის შესახებ კითხვები ჩნდება, რომელსაც გიზიარებთ.

 

აქვე, უნდა შევნიშნოთ, რომ საგამოძიებო  კომისია ოპოზიციის განსაკუთრებულ ჩართულობას გულისხმობს კვლევით ნაწილში, ძირითადად მას მიმართავენ მაშინ, როდესაც ოპოზიციას მეტი ნდობა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე ხელისუფლებას.

 

ამიტომ კარგი იქნება ვკითხოთ "გირჩებს" - რამდენად შეიძლება ჩაითვალოს დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიცია ამ საკითხში მორალურად ან ნდობის კუთხით მიმზიდველად? ვფიქრობ, ეს შეკითხვა რიტორიკულია და მას მარტივი და ცალსახა პასუხი აქვს - არა.

 

ასევე საინტერესოა, "გირჩების" ლიდერებმა განმარტონ, თავად თუ გრძნობენ, სულ ცოტა, მორალურ პასუხისმგებლობას მაინც იმის გამო რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა მსგავსი რამე (ჩანაწერები)? რამდენად შეიძლება იყვნენ დაინტერესებული თავადაც, ამჟამინდელი თუ ძველი პოლიტიკური გუნდი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამ საკითხისათვის ნათელის მოფენითა თუ ობიექტურობით? - ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი პოპულიზმია მათი მხრიდან და ძირითადი ინტერესი და მოტივაცია მათთვის პოლიტიკური ტრიბუნის მიღება წარმოადგენს.

 

"გირჩმა" ასევე გაუსვა ხაზი - ამ ჩანაწერების მიმართ რუსული სპეცსამსახურების ინტერესზე, რაც , ცხადია, ლეგალური შეკითხვაა... თუმცა ასევე ჩნდება შეკითხვა, რამდენად არის შესაძლებელინაციონალურ მოძრაობას" თავად ჰქონოდა და ჰქონდეს კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან?... - აქაც შეკითხვა რიტორიკული უფრო მგონია, რადგან რეალობა აჩვენებს და დასაბუთებულად ავლენს "ნაციონალური მოძრაობის" კავშირსა და საერთო ინტერესებს რუსულ სპეცსამსახურებთან, ამიტომ კარგი იქნებოდა, ამ საკითხზე "გირჩებსაც" ესაუბრათ და აქვე განემარტათ, თავად თუ აქვთ კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან...

 

ეს მხოლოდ ფრაგმენტული შეკითხვებია რაც "გირჩების" მხრიდან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება და კარგი იქნება, ამ საკითხებზეც გაეკეთებინათ განმარტებები."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner