logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ევროპარლამენტში თურქეთთან მოლაპრაკებების შეწყვეტაზე კენჭისყრის შედეგებს ანკარასთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
- +

23 ნოემბერი. 2016. 15:48


 


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯე ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში ისლამურ სახელმწიფოთა ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპრაკებების შეწყვეტის შესახებ დაგეგმილი კენჭისყრის შედეგებს ანკარასთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.



სულერთია, როგორი იქნება შედეგი: ამ კენჭისყრას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავად ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტი აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრის გამართვას გეგმავს, მეტყველებს იმაზე, რომ ის ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.



ევროპარლამენტში თურქეთთან ევროკავშირში გაწერვიანების შესახებ მოლაპრაკებების გაგრძელების საკითხზე რეზოლუციას 24 ნოემბერს უყრიან კენჭს. ანკარასთან მოლაპარაკებების შეწყვეტას ევროპარლამენტის ყველა მსხვილი ფრაქციის წარმომადგენელი უჭერს მხარს. აღნიშნული რეზოლუციის ინიციატორები კი სოციალ-დემოკრატებისა და „ევროპის სახალხო პარტიის" ფრაქციები იყვნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner