logo_geo
eng_logo
სამხრეთ კაროლინას შტატის გუბერნატორი თანახმაა, გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა დაიკავოს
- +

23 ნოემბერი. 2016. 16:26


 


სამხრეთ კაროლინას შტატის გუბერნატორი ნიკი ჰეილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეთავაზებას გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობის დაკავების შესახებ დათანხმდა.



„Washington Post"-ის ინფორმაციით, ტრამპის გარდამავალი პერიოდის გუნდი ამის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.



ნიკი ჰეილის მცირე გამოცდილება გააჩნია საგარეო პოლიტიკის კუთხით. მისი შეხედულებები აშშ-ის სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე რესპუბლიკური პარტიის ქორთა ფრთის პოზიციებს ემთხვევა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner