სამხრეთ კაროლინას შტატის გუბერნატორი ნიკი ჰეილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეთავაზებას გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობის დაკავების შესახებ დათანხმდა.
„Washington Post"-ის ინფორმაციით, ტრამპის გარდამავალი პერიოდის გუნდი ამის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.
ნიკი ჰეილის მცირე გამოცდილება გააჩნია საგარეო პოლიტიკის კუთხით. მისი შეხედულებები აშშ-ის სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე რესპუბლიკური პარტიის ქორთა ფრთის პოზიციებს ემთხვევა.