logo_geo
eng_logo
ევროკავშირისთვის ყველაზე სახიფათო მედია „Sputnik“ და „Russia Today“ - ევროპარლამენტის რეზოლუცია
- +

23 ნოემბერი. 2016. 17:57


 

ევროპარლამენტის დეპუტატებმა დღეს კენჭი უყარეს რუსულ მედიასთან საინფორმაციო დაპირისპირების რეზოლუციას. ყველაზე სახიფათო მედიად „Sputnik" და ტელეარხი „Russia Today" დასახელდა.



კენჭისყრაში მონაწილე 691 დეპუტატიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 304 დეპუტატმა, 179 - წინააღმდეგ, ხოლო 208 დეპუტატმა თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია.



დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვი ევროკავშირთან მიმართებაში „მტრულ პროპაგანდას" ატარებს და მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კონტრპროპაგანდის პროექტების დამატებითი დაფინანსებისკენ. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთი ფინანსურ დახმარებას უწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს, იყენებს ორმხრივი სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ფაქტორს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დაპირისპირების გასაღვივებლად. ევროკავშირისთვის ძირითად საინფორმაციო საფრთხედ დასახელდნენ სააგენტო „Sputnik", ტელეარხი „Russia Today", ფონდი „რუსული სამყარო" და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო".




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner