logo_geo
eng_logo
რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი: საქართველოს დამარცხება წარმოუდგენელია!
- +

21 მარტი. 2016. 22:04


რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ჰარი დუმიტრაში ამბობს, რომ რუმინეთმა თბილისში საქართველოსგან 9:38 მარცხი დაიმსახურა და „ბორჯღალოსნები" აღმოსავლეთ ევროპის უძლიერესი ნაკრებია.


50 ათასი ქართველი გულშემატკივარის თვალწინ, უდიდესი სხვაობის მომსწრენი გავხდით. საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა და ჩვენ ამ მარცხისგან გაკვეთილი უნდა მივიღოთ. მოხარული ვარ, რომ ამ მაღალი ინტენსივობის მატჩში, რამდენიმე რუმინელმა ახალგაზრდა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ეს მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ნაკრები დომინანტია აღმოსავლეთ ევროპაში და მოცემულ მომენტში მათი დამარცხება უბრალოდ წარმოუდგენელია. სანამ საწინააღმდეგოს არ დავამტკიცებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო რუმინეთზე ძლიერია!" - აღნიშნა დუმიტრაშმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner