logo_geo
eng_logo
ანა ფრანკის ხელნაწერი ლექსი აუქციონზე 140 ათას ევროდ გაიყიდა
- +

23 ნოემბერი. 2016. 20:17



ნიდერლანდებში აუქციონზე ანა ფრანკის ხელნაწერი ლექსი, რომელიც  ფრანკმა მისი სკოლის მეგობრის დას, კრისტიანა ვან მაარსენს მიუძღვა 140 ათას ევროდ გაიყიდა.საწყისი ფასი 50 ათასი ევრო იყო. რვა სტრიქონისგან შემდგარი ლექსი 1942 წლის მარტით არის დათარიღებული. ანა ფრანკმა ის მანამ დაწერა, ვოდრე მისი ოჯახი იძულებული გახდებოდა, ნაცისტებისგან ამსტერდამში საიდუმლო ბინაში  დამალულიყო.


ებრაელი გოგონა, 15 წლის ანა ფრანკი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე დაიღუპა. მისი ტრაგიკული ისტორია მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, მას შემდეგ, რაც ანა ფრანკის მამამ, ოტომ გათავისუფლების შემდეგ შვილის დღიური გამოაქვეყნა. „ანა ფრანკის დღიური" ჰოლოკოსტის სიმბოლოდ იქცა.


2009 წელს დღიური იუნესკოს მსოფლიო მემორიალური მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner