logo_geo
eng_logo
ჯაბა ჯიშკარიანი: ამ დღეს 18 წლის ბუტა რობაქიძე სამწუხაროდ შინ ვერ დაბრუნდა...
- +

23 ნოემბერი. 2016. 22:31



„მინდა გავიხსენო 2004 წლის 23 ნოემბერი , გიორგობის დღესასწაული... ამ დღეს 18 წლის ბუტა(ამირან) რობაქიძე სამწუხაროდ შინ ვერ დაბრუნდა...",- ამ სიტყვებით თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი გიორგობის დღესასწაულს იხსენებს.  როგორც ჯიშკარიანმა „რეპორტიორს" განუცხადა, „ყველასთვის რაღაც შეიცვალა... ზოგი საპატიმროდან ოჯახს დაუბრუნდა, ზოგიც დევნილობაში მყოფი სამშობლოს და ზოგიც კი დაკარგულს იბრუნებს დღემდე... მაგრამ არსებობს ერთი რამ... ადამიანის სიცოცხლე რომელსაც ვერ დავაბრუნებთ უკან..."

 

„ბუტა რობაქიძე წერეთლის გამზირზე ეკლესიის წინ ხელებაწეული დახვრიტეს... შემდეგ იარაღი ჩაუდეს და კრიმინალად შერაცხეს.

 

ყველასთვის რაღაც შეიცვალა... ზოგი საპატიმროდან ოჯახს დაუბრუნდა, ზოგიც დევნილობაში მყოფი სამშობლოს და ზოგიც კი დაკარგულს იბრუნებს დღემდე... მაგრამ არსებობს ერთი რამ... ადამიანის სიცოცხლე რომელსაც ვერ დავაბრუნებთ უკან... ის წარსულის დროში და მომავლის მეხსიერებაში რჩება. დღეს ბუტა რობაქიძე 31 წლის იქნებოდა... ბუტა, მისი ოჯახი და ის შემზარავი ტრაგედია ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში... ამას ვერც დრო და ვერც ცხოვრების ვერცერთი ეტაპი ვერ ამოშლის ჩვენი ცნობიერებიდან.

 

ჩვენდა სამწუხაროდ, წარსულის საქართველოში არსებობდა ადამიანების კატეგორია რომელთა თვალთახედვიდან ადამიანის ყოფნა არ ყოფნას ნულის ტოლფასი ქონდა. საბედნიეროდ ისინი აღარ არიან ჩვენს სიახლოვეს, მაგრამ აღარ არის ბუტაც...აღარც სანდრო... აღარც ზურა და აღარც გიორგი.

 

წმინდა გიორგი შეეწიოს ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის და ყველა იმ ბიჭების სულებს და მათ ოჯახებს, რომლებიც წარსულის რეჟიმმა შეიწირა...

 

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს უკლებრივ ყველას. ამ წმინდა დღის მადლი და ძალა ფარავდეს ჩვენს სამშობლოს".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner