logo_geo
eng_logo
ქეით მიდლტონს პრინც ჰარის ახალი გატაცების გამო დედოფლის ადგილის დაკარგვა ემუქრება
- +

23 ნოემბერი. 2016. 22:49


 

ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამს ყველაზე სანუკვარი ოცნების დაკარგვის საშიშროება ელით - გადაეცეთ ტახტი, რომელსაც ახლა ელისაბედ II მართავს.


მიუხედავად იმისა, რომ პრინცი უილიამი ირწმუნება, რომ ოჯახში ყველაფერი იდეალურად აქვთ და ის ქეით მიდლტონის მადლიერია, მათ შესაძლო განქორწინებაზე საუბარი არ წყდება.


რუბრიკის „შოუ-ბიზნესი" წამყვანი ჟურნალისტი ნასტია არტი კი ამტკიცებს, რომ უილიამსა და ქეითს შორის ყველაფერი იდეალურად სულაც არ არის.


ახლა, ისინი ცდილობენ ბავშვებს „ამოეფარონ", ცდილობენ გამუდმებით დაკავებულები იყვნენ და საზოგადოებას პერიოდულად ქეითის მესამე ფეხმძიმობითაც კი აინტრიგებენ. თუმცა, წყაროები უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე,


რომ მეუღლეები ერთმანეთს ვერ ეწყობიან, რაც მათ მომავალ კარიერასა და ცხოვრებაზეც აისახება.


თავად ელისაბედ II -ც ეჭვის თვალით უყურებს შვილიშვილსა და მის ცოლს. თითქოს პრინც ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას მშობლები აუცილებელ საქმეებს ვერ უმკლავდებიან და გამუდმებით ბავშვებით არიან დაკავებული. ეს მონარქიისთვის კარგი არ არის, რადგან მეფე და დედოფალი ვალდებულები არიან ყველაფერი მოასწრონ, ახლა კი ყველაზე ხელსაყრელი დროა ქვეყნის ახალი მმართველის მოსამზადებლად.


წყარო ასევე იუწყება, რომ დედოფალი პრინც ჰარის ახალი რჩეულით, მეგან მარკლით დაინტერესდა. დედოფლის აზრით, მას შეუძლია გაუმკლავდეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობას.


ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი მსგავს ბრალდებებზე კომენტარს არასდროს აკეთებენ. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ჭორების გავრცელებით, სამეფო ოჯახში მორიგი ინტრიგა მზადდება, რაც ადრე თუ გვიან გამჟღავნდება.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner