logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: დღეს ძალიან დიდი ადამიანის - ერლომ ახვლედიანის დაბადების დღეა
- +

23 ნოემბერი. 2016. 22:52



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„დღეს ძალიან დიდი ადამიანის - ერლომ ახვლედიანის დაბადების დღეა.

დაიბადა 1933 წელს, გარდაიცვალა 2012 წლის ადრიანი გაზაფხულის სუსხიან დღეს.

მე მისი სტუდენტი ვიყავი - თეატრალურ ინსტიტუტში კინესასცენარო ფაკულტეტზე.

ბევრს, ბევრს ისწავლიდით მისგან, განსაკუთრებით კი კარგ ადამიანობას, უბრალოდ, თავმდაბლობას. ის ძალიან მოკრძალებული იყო. ეკეთა დიდი სათვალე, სულ თეთრი იყო და ყოველთვის თბილად იღიმოდა.

ახლაც მახსოვს მისი მორიდებული ღიმილი და ხმის დაბალი, აუღელვებელი ტემბრი.

მოკრძალებული იყო და საფლავიც მოკრძალებული გაუკეთდა. უფრო მეტიც, საერთოდ არ უნდოდა, რომ პანთეონში დაეკრძალათ.

ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როცა დაკრძალვის მანქნაში ჩავჯექი მაშინ, როცა ცხედარი ესვენა და ის ერლომი იყო.

23 ნოემბერს მისი სტუდენტები თავს დიდუბის პანთეონში იყრიან. დღესაც შევიკრიბეთ. ყველამ თავისი უთხრა. მეც.

უბრალოდ, მას მადლობა ვუთხარი, რომ ის იყო ძალიან კარგი მწერალი და ძალიან კარგი ადამიანი",- წერს ჩანადირი. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner