logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მარგველაშვილმა საერთოდ დაკარგა იმის განცდა, პრეზიდენტი რას უნდა ამბობდეს და რას არა!..
- +

21 მარტი. 2016. 22:43


საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ- მინისტრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აფასებს:

 

„ნეტავ პრეზიდენტი რატომ იღებს ინიციატივას შიდა დაპირისპირების გაღვივებისა? თან რა თემაზე : რუსეთს როგორ უნდა ვესაუბროთ? ამითი იღებს თავისთავზე ორმაგ პასუხისგებლობას - ერთი რუსეთის ხელისუფლება გაახაროს ჩვენი შიდა გურკვევლობით და იმის საჯაროდ ჩვენებით საქართველოს ხელისუფლება ერთ გზავნილზე რო ვერ თანხმდება! და მეორე - რუსთავი-2 ახალი სალაყბო მისცეს!..

 

და რა სათქმელია, რომ თუ მისი წარმომადგენელი იქნებოდა აბაშიძე და არა პრემიერის, იგი სხვა გზავნილს ჩაუტანდა რუსებსო?  ერთი ეს „სხვა" რა იქნებოდა ამასაც ხო არ გვეტყვის!

ბოლო ბოლო სიტუაციას ძაბავს თავისი არაადეკვატური გამოსვლების გადასაფარავად თუ საერთოდ  დაჰკარგა იმის განცდა პრეზიდენტი თუ რას უნდა ამბობდეს და რას არა!.. და რა თემებს უნდა უფრთხილდებოდეს!"- წერს ზურაბიშვილი.



კარასინს პასუხი უნდა გასცეს ზურა აბაშიძემ.

აბაშიძემ დაგვარიგა, რომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ. პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია.

ამ განცხადებებს უნდა ჰყავდეს ადექვატური პასუხის გამცემი. მე რომ მყავდეს სპეც წარმომადგებელი, ის სხვა პასუხს გასცემდა კარასინს"-  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის მოთმინების ფიალა ივსება, ასე შეაფასა:


თუ ჭკვიანურად მოვიქცევითარაფერი დაგვემუქრება."- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


იქამდე კი გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. კარასინის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხანია უარყოფითი განცხადებები ისმის, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ვერანაირად დაათბობს. სავიზო რეჟიმის გაუქმება კი ამ ეტაპზე შეუძლებელია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner