logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ტრამპმა მედიის წარმომადგენლებს „გადაუარა“
- +

23 ნოემბერი. 2016. 22:52


 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: 

 

„21 ნოემბერს, ტრამპთან „ტრამპ ტაუერში" არაფორმალურ შეხვედრაზე წამყვანი ამერიკული მედია მივიდა. ტრამპმა  მედიის წარმომადგენლებს „გადაუარა" და CNN-ის დირექტორს ჯეფ ცუკერს უთხრა, რომ CNN-ში მატყუარები მუშაობენ და რომ ისინი მას ეზიზღება. შეკრებილ 40-მდე წამყვანი გამოცემის წარმოამდგენელს ტრამპმა უღირსები უწოდა. NBC და CBS-საც მოუწია მძაფრი კრიტიკის მოსმენა. მოკლედ დონალდმა საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა, როგორც ჩანს. შეგახსენებთ, რომ ტრამპის აგრესია ამერიკული მედიის მიერ მისი საარჩევნო კამპანიის არაობიექტური გაშუქებით არის გამოწვეული",- წერს გოგავა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner