logo_geo
eng_logo
გიორგი ვაშაძე: სააკაშვილს „ნაცმოძრაობაში“ უკვე დაკარგული აქვს პოზიციები
- +

24 ნოემბერი. 2016. 00:26



 „ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილთან და გიგა ბოკერიასთან დაკავშიირებით საუბრობს. როგორც ვაშაძე აცხადებს, სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ხნის წინ დაკარგა პოზიციები.

 

- საბოლოოდ დაკარგავს მიხეილ სააკაშვილი პოზიციებს პარტიაში?


- მე ვფიქრობ, რომ მას უკვე დაკარგული აქვს პოზიციები. მომავალში რა ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი, ეს მეორე საკითხია, თუმცა ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. ერთადერთი ჩემთვის ძალიან კარგია, რომ ამ უნიჭო პროცესში არ მიწევს მონაწილეობის მიღება.


- რატომ გიწოდათ მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილზე მიყიდული?


- ეს არასწორი შეფასებაა, მას სხვა არგუმენტი არ ჰქონდა. თუ ვინმეს დაუწერია და წერილობით წარუდგენია „ნაციონალური მოძრაობის" რეორგანიზაციის გეგმა, ეს მხოლოდ მე ვიყავი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. ეს მიხეილ სააკაშვილმაც კარგად იცის. სამწუხაროდ, მას ჩემთვის ღიად არასდროს მხარი არ დაუჭერია იმ ცვლილებებსა და იმ რეორგანიზაციის გეგმაში, რასაც მე წარვადგენდი.


- ისე ჩანდა შორიდან, რომ თქვენ ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გქონდათ. ასე არ ყოფილა?


- ფარულად თითქოს მხარს მიჭერდა. ფარულად რა, ინდივიდუალურ საუბრებში, თუმცა ეს საკმარისი სულაც არ იყო. ამიტომაც წამოვედი, რადგან აზრი არ ჰქონდა ამ პროცესებში მონაწილეობას. ის წლები ჩემთვის იყო შიგნით ნერვების შლა და გარეთ რაღაცა ემოციებისგან დაცლა, როცა შენ თვითონ არ გჯერა იმ გუნდის და იმ პროცესების, რომლებიც შიგნით მიდის. დღეს მე ახალი შესაძლებლობები მაქვს და ბევრ საინტერესო საქმესაც გავაკეთებ.


- მიხეილ სააკაშვილმა უკვე გააცნობიერა, რომ პოზიციები დაკარგა პარტიაში?


- მე ვფიქრობ, რომ კი.

 

- რა პროცესები დაიწყება ახლა? საუბარია, რომ ლიდერად ბაქრაძის კანდიდატურას წარადგენენ, რეალური მმართველი კი გიგა ბოკერიაა...


- არაფერი ახალი არ მოხდება. „ნაცმოძრაობა" უფრო ჩაიკეტება. იქნება ჩვეულებრივი ჩაკეტილი პოლიტიკური პარტია. იმიტომ, რომ იმ პოლიტიკურ პირებს, რომლებიც ახლა მართავენ „ნაციონალურ მოძრაობას", სრულებით არ სჭირდებათ გახსნილობა. მათ სჭირდებათ მხოლოდ კონტროლირებადი გახსნილობა. თვითონ რომ აკონტროლებდნენ ამ პროცესს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner