logo_geo
eng_logo
ლაშა მესხი: მაუწყებელში დასაქმებულთა დიდ ნაწილს სერიოზული პრობლემები აქვთ
- +

24 ნოემბერი. 2016. 02:29


ჟურნალისტმა ლაშა მესხმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრობლემებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში ისაუბრა. როგორც მესხმა განაცხადა, მაუწყებელში დასაქმებულთა დიდ ნაწილს სერიოზული პრობლემები აქვთ, რაც ანაზღაურებაზე და შრომის პირობებზე ისახება.


„მაუწყებელში დასაქმებულთა დიდ ნაწილს სერიოზული პრობლემები აქვთ. ეს აისახება ანაზღაურებაზე, შრომის პირობებზე. „საზოგადოებრივ მაუწყებელში" შრომის კოდექსის მინიმალური სტანდარტები არ არის დაცული და არ არსებობს წახალისების, რაიმე სამართლიანი მექანიზმი. ადამიანები, რომლებიც მე რამდენი წლისაც ვარ იმდენი წელია ამ მაუწყებელს ემსახურებიან არ უნდა გრძნობდნენ თავს დაშინებულად იმ პროცესების გამო, რაც ტელევიზიაში ხდება",- განაცხადა მესხმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner