ქართველმა მოჭადრაკემ, საერთაშორისო დიდოსტატმა ნონა გაფრინდაშვილმა იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში მიმდინარე სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა და 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა 74 წლის ასაკში. ბოლო ტურში, ის ქართველ მოჭადრაკეს თამარ ხმიადაშვილს შეხვდა, რომელთანაც პარტია ფრედ დაასრულა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილისთვის ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე გასულიყო. ჩემპიონატი 10 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნომებერს დასრულდა. 65 წელს ზევით მოთამაშეთა შორის პირველობისთვის 10 მოჭადრაკე იბრძოდა, ორი მოჭადრაკე ქალი საქართველოდან, ოთხი - რუსეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან.ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში (1962; 1965; 1969, 1972).
მეხუთეჯერ ჩემპიონი 1975 წელს გახდა, როცა ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია დაამარცხა (8,5:3,5). ტუტული დათმო ასევე ქართველ მოჭადრაკესთან მაია ჩიბურდანიძესთან 1978 წელს (6,5:8,5).
საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველად კი მამაკაცთა შორისაც.
ნონა გაფრინდაშვილი ასევე არის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი.