logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ბევრი ჟურნალისტი ღირსეულად აკეთებს თავის საქმეს! არიან ისეთებიც, რომლებიც ცრუ ინფორმაციების გავრცელებით ირჩენენ თავს!
- +

21 მარტი. 2016. 23:00


პარლამენტის ვიცე -სპიკერი მანანა კობახიძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ დღეს ბევრი ჟურნალისტი, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და კეთილდღეობას ემსახურება ცილისწამებისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა:


„საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს უტყუარი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია ფაქტებსა თუ მოვლენებზე დამახინჯებისა და მიკერძოების გარეშე.

 

ადამიანები დაცული უნდა იყვნენ ცილისწამების, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისგან. დღეს ბევრი გვყავს ჟურნალისტი, რომელიც ღირსეულად და კეთილსინდისიერად აკეთებს თავის საქმეს და ემსახურება სიმართლეს. ბევრიც გვყავს ისეთი, რომელიც სწორედ ცრუ ინფორმაციების გავრცელებით ირჩენს თავს, ამისთვის ნებისმიერ ბინძურ დაკვეთას შეასრულებს და არად  უღირს ადამიანი და მისი ღირსება! ასეთებისთვის სიმართლეს უბრალოდ ფასი არა აქვს, ხოდა ასეთებს არა და ყველა პროფესიონალ, წესიერ, ობიექტურ ჟურნალისტს გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას თქვენს უაღრესად საჭირო საქმეში და ძალიან ბევრ სიხარულს ცხოვრებაში!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner