logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: იქნებ ბატონი ირაკლი დავამკვიდროთ მთაწმინდის პანთეონში
- +

23 ნოემბერი. 2016. 11:08

 

 

ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „იქნებ პოეტი ირაკლი აბაშიძე დავამკვიდროთ მთაწმინდის პანთეონში, ჩვენი მისდამი მადლიერების ნიშნად".


 

დღეს ამ დიდი ადამიანის დაბადების დღეა. არც მრგვალი თარიღი, არც რამე განსაკუთრებული ნიშანსვეტი... უბრალოდ, დიდი ირაკლი აბაშიძის დაბადების დღე. დღევანდელმა თაობამ ბევრი არაფერი იცის მის შესახებ. ალბათ, ერთი-ორი ლექსი და ისიც ყურმოკვრით. ზოგს ხალხური ჰგონია მისი ხმა კატამონთან". ჩემი აზრით, ეს პოეტის, უდიდესი საზოგადო მოღვაწის კიდევ უფრო დიდი აღიარება და გენიალურობაა. ჩემთვის - ძია ირაკლი (თუმცა, ბაბუად მეკუთვნოდა!) და უმეტესად, ბატონო ირაკლი! ახლაც ყურში ჩამესმის მისი გამორჩეული ბუბუნა და გრუხუნა ხმა. მე თუ მკითხავთ, არავის ისე არ უხდებოდა ჩუმი გრუხუნით საუბარი, როგორც მას (ან როგორ ვაკადრებ ხმა-ჩაწყვეტილს"?!) დღეს მისი დაბადების დღის გამო არა, ჩვენი მისდამი მადლიერების ნიშნად, ან უფრო სწორად, ჩვენი მისდამი უმადურობის გამოსწორების ნიშნად, იქნებ ვიფიქროთ, რომ ბატონი ირაკლი დავამკვიდროთ მთაწმინდის პანთეონში. ეს აზრი დიდი ხანია ტრიალებს და იქნებ გადაწყდეს! ჩვენ გვჭირდება ეს და არა მას! იმედი მაქვს, ამით კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული სამართლიანობისკენ, ეროვნული მადლიერებისკენ, კეთილი მეხსიერებისკენ! გილოცავთ, ბატონო ირაკლი!" - წერს სიამაშვილი.














 

right_banner right_banner
არქივი
right_banner