„BBC"-ის ცნობით, ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში, ქალაქ ფენჩენში მშენებარე ელექტროსადგურის ჩამონგრევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოინგრა გამაგრილებელ კოშკში აღმართული დროებითი კონსტრუქციები.
სამაშველო სამსახურები მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ. კონსტრუქციის ჩამონგრევის დროს ადგილზე 68 ადამიანი იმყოფებოდა.