თურქეთში, ადანას პროვინციაში, გუბერნატორის კანცელარიასთან ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა სავარაუდო ტერორისტული აქტის დროს.
წინასწარი მონაცემებით, ავტოსადგომზე აფეთქდა მანქანა, რამაც დააზიანა გვერდით მდგომი მანქანები და გუბერნატორის კანცელარიის შენობა.
ადანას გუბერნატორის მაჰმუდ დემირტაშის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და 16 დაშავდა.