logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ხომ არ გვაქვს საქმე მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან ჩემსა და მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის“ წინააღმდეგ?
- +

21 მარტი. 2016. 23:13


მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილის განცხადებით, გიორგი ფარესიშვილის გააქტიურება იმ თემასთან დაკავშირებით, რაც სამი წლის წინ დაიხურა და რაზეც სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა, მიზანმიმართული პიარკამპანიაა, რომელიც კონკრეტულად ნუგზარ ფოფხაძის, გიორგი მამაცაშვილისა და რეპორტიორის" წინააღმდეგ არის მიმართული.


ამის შესახებ გიორგი მამაცაშვილმა გადაცემა „იმედის დროში" განაცხადა:


„აუცილებელი განმარტება მინდა გავაკეთო იმ ბოდვასთან, იმ სიბინძურესთან დაკავშირებით, რამაც გაიჟღერა იმ ადამიანისგან, რომელსაც საკუთარი თავი და ტანი ვერ გაურჩევია. საუბარი რაღაც სერვერებზე და მსგავს რაღაცეებზე არის სრული ბოდვა. ნორმალურ ადამიანს რა კომენტარი შეიძლება ჰქონდეს ამ სიბინძურეზე არ ვიცი.

ის, რაც პროკურატურაში შეაქვს ფარესიშვილს, ჯერ კიდევ სამი წლის წინ იყო შეტანილი. ელისო კილაძესქრონიკა +"-ში სრული აუდიოჩანაწერი ჰქონდა დაბეჭდილი. გამოძიება ჩატარდა, მსჯავრი დაედო, განაჩენი გამოტანილია. აბსოლუტურაად ყველაფერი სამი წლის წინ პროკურატურამ გამოიძია, დამნაშავე დააკავა, დამნაშავემ სათანადო სასჯელი მიიღო და მიჩნდება კითხვა, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს დღეს იმავე პიროვნების ალაპარაკება იმავე თემაზე, რაც სამი წლის წინ დაიხურა? ხომ არ გვაქვს საქმე მიზანმიმრთულ დისკრედიტაციასთან და მიზანმიმარათულ კამპანიასთან თუნდაც ჩვენს, თუნდაც მედიაჰოლდინგის წინააღმდეგ? ჩვენს რასაც დღეს ვისმენთ, ეს არ არის ახალი საზოგადოებისთვის.

კიდევ ვიმეორებ, ყველაფერი იდო პროკურატურაში ჯერ კიდევ სამი წლის წინ. ყველაფერი შესწავლილი აქვთ, განაჩენი გამოტანილი აქვს კონკრეტულ პიროვნებას და მსჯავრი დადებული აქვს.

დღეს ეს თემა დაუკავშირონ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, არის აბსოლუტური ბოდვა და მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი!" - განაცხადა მამაცაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner