logo_geo
eng_logo
თამაზ ჩიქვანაია უჩა ნანუაშვილს: ჯანმრთელად ხართ?!
- +

24 ნოემბერი. 2016. 12:09

 

 

ბოლო ხანს ხშირად მხვდება ფრაზა: სექსისტური ხასიათის... და ა.შ. რამდენჯერმე დავაპირე გამოხმაურება, თუმცა, მერე მაინც თავის შეკავებას ვამჯობინებდი, მთავარი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ვერაფრით გავარკვიე, რას ნიშნავს „სექსისტური"(!!!), მაგრამ 21 ნოემბერს სახალხო დამცველის განცხადებამ ეს გაუბედაობის ბარიერიც დამაძლევინა. მოკლედ, თავად ფაქტის შესახებ: ვაკის საცურაო აუზის ტერიტორიაზე გამოუკრავთ ასეთი განცხადება: „ძვირფასო ქალბატონებო, კრიტიკულ დღეებში აუზში ჩასვლა აკრძალულია". მიხვდით, ალბათ, რაც იგულისხმება. ახლა ნახეთ, ეს ბატონი ნანუაშვილი რას ბრძანებს; თურმე, ჰიგიენური ნორმების დაცვის საჭიროების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ამკრძალავი წარწერა გენდერულად ნეიტრალური ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს.


ვითომ, სექსისტობის ვერგაგება არ მეყოფოდა, ახლა იმაზე უნდა ვიმტვრიო თავი, ეს „გენდერულად ნეიტრალური ფორმა" რა უბედურებაა. ღმერთი არ გწამთ?


ბატონ უჩასთან კი ერთი შეკითხვა მაქვს - პატივცემულო სახალხო დამცველო, ამ ფრაზის „შეთხზვაზე" ბევრი იფიქრეთ თუ ვინმე დაგეხმარათ?


იმავე ბატონ უჩას უფასო რჩევაც მინდა მივაშველო: თქვენი ხელფასის მეათედიც ეყოფა ერთ კარგ მოქართულეს, რომ მსგავსი სისულელეები არ წეროთ თქვენ და არ ვიკითხოთ ჩვენ.


სექსიზმით დავიწყე, და მინდა, საზოგადოებას ვკითხო: პარლამენტის სხდომაზე, უკლებლივ ყველა დეპუტატისთვის დედის შეგინება სექსიზმია თუ მარტო ჩვენ, უბრალო მოკვდავებს გვეკრძალება მავანთა დედის მოკითხვა?!















 

right_banner right_banner
არქივი
right_banner