logo_geo
eng_logo
„ერთი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსოქოტროპული ნივთიერებები“
- +

24 ნოემბერი. 2016. 12:25



შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა გასული ერთი წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსოქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.



ერთი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი, რომლის უდიდესი ნაწილი ტრანზიტისთვის იყო განკუთვნილი. ასევე, 15 კგ ფსიქოტროპული ნივთიერებები და სხვადასხვა დასახელების სხვადასხვა ნარკოტიკი. ამავე პერიოდში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 1482 ცეცხლსასროლი იარაღი, რაც, თავის მხრივ, მძიმე დანაშაულის პრევენციაა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner