logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ხელისუფლებამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაანადგურა, თუ ასლები არსებობს, ამის გამოძიება რთულია!
- +

21 მარტი. 2016. 23:15


„ხელისუფლებამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაანადგურა, მაგრამ თუ მისი ასლები არსებობს, ამ ყველაფრის უცებ გამოძიება რთულია, რადგან მათი გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შეიძლებაჩვენ ვიცით, რომ ასეთი კადრები ათასობით იყო."- განაცხადა გადაცემა 2030-ში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.


„პარლამენტში კანონპროექტი უკვე მუშავდება და მსგავსი დანაშაულის მიმართ კანონის გამკაცრებაზე მსჯელობა მალე დაიწყება."  მისივე თქმით, ის მხარს არ დაუჭერს  „გირჩის" მიერ ინიცირებულ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან თვლის, რომ საპარლამენტო კომისია ამას ვერ უზრუნველყოფს.


დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენებით, პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში დებატების რეჟიმის შექმნას და ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობენ. ეს მათ მანიპულირების საშუალებას აძლევს. მე კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ, რადგან ამ მანიპულაციებში მონაწილეობას არ ვაპირებ."- განაცხადა გიორგი კახიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner