განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში საგულისხმო პოსტს აქვეყნებს:
„დღეს დილას შუქნიშანთან ერთ ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანს ქალბატონ ელენე ასათიანს შევხვდი.
2009 წელს როდესაც 4 კურსზე ვიყავი თიბისი ბანკის გლდანის ფილიალში დავიწყე მუშაობა გაყიდვების აგენტად. "ვყიდდი" ბონუს ანაბარს 12=13-ს ანუ ყოველ თვე რასაც შეიტანდი შესატანს ფიქსირებულ თანხას 1 წლის განმავლობაში ბონუსის სახით ის 1 თვის შენატანი ერიცხებოდა. "მარტივად" გასაღებადი პროდუქტი იყო მცირებიუჯეტიან მოსახლეობაზე გათვლილი.
108 ლარი მქონდა ფიქსირებული ხელფასი და თითო გახსნილ ანაბარზე 1.2 ლარი დარიცხული. არ არსებობდა ანალოგი, რომ ამ პროექტში მაქსიმალური საანაბრო ყოველთვიური თანხა ყოფილიყო 100 ლარზე მეტი. საშუალოდ შექონდათ 20 დან 100 ლარამდე ეს იყო მაქსიმუმი.
ერთ მშვენიერ დღეს ერთი ძალიან ლამაზად ჩაცმული ქალი შემოვიდა ბანკში. მეც რათქმაუნდა გავეშურე, რომ "დამეკერა" და ეს ჩემი ანაბარი გამეყიდა. ამ ქალმა ყურადღებით მომისმინა და მეუბნება, რომ მზად არის ეს ანაბარი გახსნას და ყოველ თვე შემოიტანოს 10 000 USD. ეს ჩემთვის ჯეკპოტის მოგების ტოლფასი იყო. სიხარულით გავახსნევინე ანაბარი, შემდეგ დავრეკე ცენტრალურში გაყიდვების ოფისში და ვესაუბრე ამ სამსახურის უფროსს ქალბატონ ელენე ასათიანს, რომელსაც ვუთხარი, რომ ამხელა ანაბარი რომ გავხსენი ისევ 1.2 ლარი მეკუთვნის ბონუსად თქო? რამეს მოვიფიქრებო შემპირდა. შიდა ქსელში მადლობა გამომიცხადა და 1.2 ლარი ჩამერიცხა. ამაზე გულდაწყვეტილი პროტესტი რომ გამოვთქვი დამირეკა და ძალიან ცივი ხმით მითხრა: გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან და შეგიძლია ხვალ აღარ მოხვიდე.
დიდი მადლობა ქალბატონო ელენე, ეს სიტყვები სტიმული იყო ჩემთვის !!!
წამატებულ დღეს გისურვებთ მეგობრებო !!!"