კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით მედიაში გარკვეული ტელემუშაკები საზოაგდოებას მდარე ხარისხის პროდუქს სთავაზობენ, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
ამის შესახებ ხაინდრავამ გადაცემა 2030-ში განაცხადა.
„მარგინალური ჯგუფი, რომელმაც თავი ე.წ არასამათავრობო სექტორში და მედიაში მოიყარა, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით, საზოგადოების მუდმივად ფსიქოზურ მდგომარეობაში ყოფნას ცდილობს. გუშინწინდელ დღეში ჩარჩენილი ტელემუშაკები თვლიან, რომ საზოგადოებას არა ჟურნალისტიკა, არამედ სკანდალისტიკა აინტერესებს. ისინი მალე იქ დარჩებიან, სადაც „ნაცმოძრაობა" დარჩა, რადგან საზოგადოებას სულ სხვა ინტერესები აქვს. ახლა, სიმართლეზე და ანალიზზე დამყარებული ტელეპროდუქტის გაყიდვის დრო მოვიდა." - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.