შს მინისტრის კანდიდატად წარდგენილმა გიორგი მღებრიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას კითხვაზე ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის მიზეზებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და ეს ყველაფერი ჭორაობას ჰგავს.
„საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და, ბოდიშს გიხდით, ეს ყველაფერი ჭორაობას ჰგავს. კითხვა იყო თუ ბრალდებები, ვეღარ ვარკვევ. თავის მართლებას არ ვაპირებ, კრიმინალი გაზრდილი არ არის. ამის ციფრებს მე წარმოგიდგენთ, თუ თქვენ მეტყვით, რომელ ნაწილშია გაზრდილი. რა სახის კრიმინალია გაზრდილი და ა.შ. კვარტალში ერთხელ საქსტატს მიეწოდება ეს ინფორმაცია და შეგიძლიათ გამოითხოვოთ. საჯაროა და არავინ დაგიმალავთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.