შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი უახლოეს მომავალში წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს.
მისი თქმით, შესაბამისი მიმართვა ინტერპოლში უკვე გაგზავნილია.
„ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს ტერიტორია რომ უკონტროლოა, ახალი არ არის თქვენთვის. მიმდინარეობს ამ მიმართულებით პროცედურები და შედეგებს დაველოდოთ", - მიმართა მღებრიშვილმა დეპუტატებს.