„საქართველო პარადოქსების ქვეყანაა. კარგად ვიცით, რომ ფარული ჩანაწერების არქიტექტორი და ამ სიბინძურის ფუძემდებელი ნაციონალური მოძრაობაა."- განაცხადა კინორეჟისრომა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში 2030 ფარული ვიდეო ჩანაწერების შესახებ კომენტირებისას.
ხაინდრავას თქმით პარადოქსია სწორედ ის, რომ აქციას- „ეს შენ გეხება" „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და წევრები აქტიურად ესწრებიან, და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ფარული ვიდეოები სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში იწერებოდა.
"ეს შენ გეხებას" აქციაზე კი, ამ ყველაფრის იდეოლოგები თავიანთივე ნამოქმედარს აპროტესტებდნენ. მაშინ, როცა ადამიანის უფლებები საშინლად ირღვეოდა და ძალადობა ყველას გვეხებოდა,"ეს შენ გეხებას" აქციები არ მახსოვს. ნაციონალური მოძრაობა დიდი ხანია პოლიტიკური გვამია, მაგრამ ანგაჟირებული მედიისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, მისი აპარატზე მიერთება და რეანიმაცია მიმდინარეობს." - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.