logo_geo
eng_logo
GEM FEST -ის ოფიციალური მედიაპარტნიორი ტელეკომპანია BBC ხდება
- +

24 ნოემბერი. 2016. 14:57


 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM FEST -ის ოფიციალური მედიაპარტნიორი ტელეკომპანია BBC ხდება. ერთწლიანი თანამშრომლობის კონტრაქტს ხელი ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ და ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს მოაწერეს.


„ეს არის ჩვენი უდიდესი წარმატება. რას ნიშნავს BBC-სთან პარტნიორობა? - ეს ნიშნავს მთელი მსოფლიოს დაფარვას. ერთი წლის განმავლობაში BBC-ზე გაშუქდება GEM FEST-ის სამზადისი და ასევე, რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს, სოფელ განმუხურში აშენდება BBC-ის სტუდია, საიდანაც ყოველ მეორე დღეს გაიმართება LIVE-ჩართვები", - განაცხადა გიორგი სიგუამ.

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST მომავალ ზაფხულს, ანაკლიაში, 14 ივლისს დაიწყება და 1 თვეს გაგრძელდება. ფესტივალი 2017 წელს მესამედ გაიმართება. მასში მონაწილეობას მსოფლიო დონის DJ-ები იღებენ.

 

 

 












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner