logo_geo
eng_logo
„აუდიტორია 115“ თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნების დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
- +

24 ნოემბერი. 2016. 15:21


 

„აუდიტორია 115" ბრძოლის ველზე მარტო არის დარჩენილი და მის წინააღმდეგ იბრძვიან თვითმმართველობის წევრები, რომლებიც ცდილობენ უნივერსიტეტში ტოტალური კონტროლის დამყარებას", - ამის შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ „აუდიტორია 115"-ის წევრმა, თსუ-ს სტუდენტმა გიორგი ჩიხლაძემ განაცხადა.

 

„აუდიტორია 115" სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმას და თავისუფალი საკლუბო გაერთიანებების შექმნას მოითხოვს.

 

„ჩვენ არ გვინდა უნივერსიტეტში მკაცრად განსაზღვრული იერარქიული სტრუქტურა, ჩვენ გვინდა უნივერსიტეტში სტრუქტურა, რომელიც იქნება ჰორიზონატალური და რომელიც მოგვეხმარება, მარტივად განვახორციელოთ თითოეულმა სტუდენტმა აქტივობები საუნივერსიტეტო სივრცეში. ყველა სტუდენტი უნდა იყოს ერთმანეთის თანასწორი და უნდა გვქონდეს მკაცრად განსაზღვრული იერარქიები. დღეს უნივერსიტეტში არსებობს თვითმმართველობა, რომელიც რეგულირდება 45-ე მუხლით. ჩვენ ვითხოვთ ამ მუხლის გაუქმებას და თავისუფალი საკლუბო გაერთიანებების დაშვებას, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩაერთონ პროცესებში", - განაცხადა ჩიხლაძემ.

 

მეორე მოთხოვნა, რაც „აუდიტორია 115"-ის წევრებს აქვთ, ეს ეხება საფაკულტეტო საბჭოებში პირდაპირის წესით არჩევის შემოღებას.

 

„დღეს კი ასეა: თუ ჩვენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრი არ ვიქნებით, უნივერსიტეტის მართვის საქმეებში მონაწილეობა შესაძლებლობა სტუდენტებს არ გვექნება, ანუ ვითხოვთ პირდაპირი წესით მოხდეს საფაკულტეტო საბჭოში არჩევა და ამისთვის სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანება არ დაგვჭირდეს", - განაცხადა თსუ-ს სტუდენტმა.

 

მისი თქმით, 25 ნოემბერს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დროს, „აუდიტორია 115" მიმართავს პროტესტის ფორმას და უნივერსიტეტის ეზოში აქციას გამართავს.

 

„ეს აქცია მიმართული იქნება თვითმმართველობის უსამართლო არჩევნების წინააღმდეგ", -აღნიშნა ჩიხლაძემ.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner