logo_geo
eng_logo
„სოციალური კალათა“ - საქველმოქმედო ფონდი „სავსე გულით“ პატიმრების ოჯახებს დაეხმარა
- +

24 ნოემბერი. 2016. 16:21



საქველმოქმედო ფონდმა „სავსე გულით"  გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით განახორციელა პროექტი „სოციალური კალათა", რომლის ფარგლებშიც ერთჯერადად, პატიმრების 5 ოჯახს გადაეცა სხვადასხვა სახის პროდუქტებით სავსე  სასაჩუქრე კალათა,  რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ ოჯახებს.

როგორც „რეპორტიორს" საქველმოქმედო ფონდის „სავსე გულით" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭილაშვილმა განუცხადა, პროექტის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს საქველმოქმედო ფონდი.


ფონდი მადლობას უხდის ბიზნესმენ გიორგი რჩეულიშვილს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და მიიღო მონაწილეობა პროექტში. ჩვენი ორგანიზაციის სურვილია, რომ უფრო მეტ ოჯახში მივიტანოთ სიხარული და ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ ვართ მათ გვერდით", - განაცხადა ჭილაშვილმა..


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner