ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკომისიას მოუწოდებს, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები „გაყინოს".
22 ნოემბერს ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ელმარ ბროკი გამოვიდა წინადადებით, თურქეთის ხელისუფლების რეპრესიული ქმედებების გამო, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერდეს.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ევროპარლამენტში კენჭისყრას თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თურქეთისთვის.
„ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ უფრო ვზრუნავთ ევროპულ ღირებულებებზე, ვიდრე ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა. მაგრამ ვერ დავინახეთ კონკრეტული მხარდაჭერა დასავლელი მეგობრებისგან. არც ერთი დანაპირება არ შეასრულეს", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.