შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა ხუთშაბათს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შს სამინისტრო საპატრულო პოლიციის რეფორმის პროექტს იწყებს.
შს მინისტრის კანდიდატის ინფორმაციით, უწყებაში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ტარდება, მათ შორისაა ქვეითი პატრული.
„გასულ წელს წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი საპილოტე პროექტი - მოთხილამურე პატრული, შესაბამისად წელს საქართველოს ყველა სათხილამურო ტრასაზე უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრულები დაიცავენ. ახლა ვამზადებთ საპატრულო პროექტის რეფორმის პროექტს, რომელსაც მომავალ წელს წარმოგიდგენთ. ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეებზე ზრუნავენ, განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
2012 წლის შემდეგ, საპატრულო პოლიციაში არაერთი რეფორმა განხორციელდა. ერთ-ერთი მათგანია პოლიციის დეპოლიტიზაციის შესახებ კანონი.