logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: დედები მცირეწლოვანი შვილების სანახავად უქმე დღეებში დაწესებულებას დატოვებენ
- +

24 ნოემბერი. 2016. 17:00

 

 

სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატის კახა კახიშვილის განცხადებით, მსჯავრდებული დედები, რომელთა შვილებიც 3 წლის შემდეგ დაწესებულებას დატოვებენ, მათ სანახავად უქმე დღეებში დაწესებულებიდან გამოსვლას შეძლებენ.



დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუ მსჯავრდებულ ქალს ბავშვი დაწესებულებაში შეეძინა, ის მასთან 3 წელი რჩება. შემდეგ კი დაწესებულებას ტოვებს.


კახიშვილის განმარტებით, ბავშვის უფრო დიდი ხნით დატოვება მის ფსიქიკაზე ცუდად აისახება, ამიტომ დღეს არსებული 3-წლიანი ვადა ვერ გახანგრძლივდება. სანაცვლოდ, დედები, რომელთა შვილებიც დაწესებულებას დატოვებენ, ერთი წლის განმავლობაში უქმე დღეებში მათ სანახავად გამოსვლას შეძლებენ.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner