logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: საქართველოს განათლების სისტემა შეიძლება სამაგალითო გახდეს ჩვენი უახლოესი სამეზობლოს კონტექსტში
- +

24 ნოემბერი. 2016. 17:39



განათლების მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი სკოლის პრინციპი არის აზროვნება - ანალიტიკური, სინთეზური, კრიტიკული აზროვნება და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი სასკოლო პროგრამები ეტაპობრივად თანამედროვე სტანდარტებს დაუახლოვდეს.



პედაგოგის კომპეტენციასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მოტივაცია და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგების პროფესიული განვითარების გარდა, აქცენტი გაკეთდეს პრესტიჟზე, მათ პოზიციონირებაზე როგორც ჩვენი საზოგადოების ღირსეული და საამაყო წევრების",  - განაცხადა ჯეჯელავამ.



ჯეჯლავას განცხადებით, სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება თავისუფალი გაკვეთილების ფორმატი, რომელიც მოსწავლეების ინტერესებზე იქნება მორგებული. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე სკოლების ხელშეწყობა.


ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება, რომ სოფლის სკოლა არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, დაინერგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის ეფექტური მოდელები. საქართველოს რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად პოზიციონირების მიზნით, განხორციელდება უცხოელი სტუდენტების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოზიდვის მასშტაბური პროექტი - „ისწავლე საქართველოში".



გვჯერა, რომ საქართველოს განათლების სისტემა, ყველა მისი კომპონენტით, შეიძლება გახდეს სამაგალითო და მოწინავე ჩვენი უახლოესი სამეზობლოს კონტექსტში. ეს არის ჩვენი ძალისხმევის მთავარი სულისკვეთება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner