გაზეთი „ასავალ-დასავალი" აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპროგრამო გამოსვლის შემოკლებულ ვარიანტს აქვეყნებს, რომელშიც ტრამპი ფარულ მსოფლიო მთავრობაზე საუბრობს.
„ჩვენი მოძრაობა ძირმომპალი, კორუმპირებული სისტემის - პოლიტიკური ელიტის ახალი მთავრობით შეცვლას ეძღვნება! არსებული პოლიტიკური მმართველობა, კორპორატიული სისტემა და კორპორატიული მედია, რომლებმაც აურაცხელი სიმდიდრე მიიტაცეს, მხოლოდ ერთი გარემოების გამო არსებობს: დაიცვას და კიდევ უფრო გაამდიდროს საკუთარი თავი!
ეს არის კაცობრიობის ცივილიზაციის გზაგასაყარი, რომელიც ნათელს მოჰფენს, შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ხალხმა, აღვადგინოთ კონტროლი მთავრობაზე, პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც ყველანაირად ცდილობს ჩვენს შეჩერებას!
სწორედ პოლიტიკურმა ელიტამ მოგვიტანა წარმოების განადგურება, სამუშაო ადგილების გაქრობა: ეს არის ხელისუფლების გლობალური სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია მშრომელი ადამიანების გაქურდვაზე, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის მითვისებასა და მიღებული შემოსავლის ერთი მუჭა კორპორაციებისა და პოლიტიკოსების ჯიბეში ჩადებაზე!
ეს არის ბრძოლა ჩვენი ნაციის გადასარჩენად და ეს იქნება უკანასკნელი შანსი ქვეყნის გადასარჩენად!
უკვე აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ ჰილარი კლინტონი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ბანკირებთან, შეერთებული შტატების სუვერენიტეტის გასანადგურებლად და იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაამდიდროს ეს გლობალური ფინანსური ძალები. ერთადერთი, ვისაც ძალუძს ამ კორუმპირებული მანქანის შეჩერება, თქვენ - ამერიკელი ხალხი ხართ!" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სტატიაში ასევე მოყვანილია აშშ-ის პრეზიდენტის კენედის სიტყვები. ზუსტად 53 წლის წინ, 1963 წლის 12 ნოემბერს, რადიომიმართვაში მან იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადრება, რაზეც ტრამპმა მის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში ბრძანა.
„ქალბატონებო და ბატონებო, საიდუმლოება თვისობრივად ეწინააღმდეგება ღია და თავისუფალ საზოგადოებას. ჩვენი ერი ბუნებით, ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა საიდუმლო საზოგადოებებს, საიდუმლო ორდენებს და დახურულ შეკრებებს.
ჩვენ წინაშეა მონოლითური და დაუნდობელი შეთქმულება, რომელიც ფარული საშუალებებით ცდილობს, თავისი გავლენის გაფართოებას მთელ სამყაროზე, საკუთარი იდეების თავსმოსახვევად.
მათი საქმიანობა საიდუმლოა და უხილავია საზოგადოებისთვის. მათი შეცდომები იმალება, სისტემა კი უჩუმრად მკვიდრდება!
დარწმუნებული ვარ, თქვენი დახმარებით, ჩვენი ხალხი გახდება ისეთი, როგორიც დაიბადა - თავისუფალი და დამოუკიდებელი", - განაცხადა ჯონ კენედიმ.
პრეზიდენტ კენედის ამ გამოსვლიდან ათ დღეში - 1963 წლის 22 ნოემბერს, ის დალასში სტუმრობისას მოკლეს. „ეჭვმიტანილი" ლი ჰარვი ოსვალდიც დაკავებიდან რამდენიმე საათში, ტელეკამერების წინ ჩაცხრილეს. კენედის მკვლელობა დღემდე იდუმალებით არის მოცული!