logo_geo
eng_logo
დღეს გამთენიისას, თბილისის აეროპორტში „მასტერას“ ექსტრადაცია მოხდება
- +

22 მარტი. 2016. 00:13


გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჰოლანდიიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას"  ექსტრადაცია მოხდება.


გიორგი დგებუაძე ჰოლანდიაში საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის ივნისში დააკავეს.


"მასტერას" ბრალი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2013 წლის 7 მარტს წარუდგინა. მას  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების  ორგანიზებაში ედება ბრალი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner