logo_geo
eng_logo
თსუ-ს მეექვსე კორპუსში „აუდიტორია 115“-ის წევრები შეიჭრნენ
- +

24 ნოემბერი. 2016. 21:59

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში „აუდიტორია 115"-ის წევრები შეიჭრნენ და ტერიტორია შიგნიდან დაბლოკეს. წევრები კორპუსის ორივე შესასვლელში დგანან.


„აუდიტორია 115"-ის წევრები აცხადებენ, რომ ისინი მოითხოვენ თვითმმართველობის გაუქმებას და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების სწრაფად შეტანას.


მათი განცხადებით, დღეს გადაწყვიტეს შეჭრა მეექვსე კორპუსში, რადგან ხვალ თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც ის 150 დელეგატი უნდა აირჩეს, რომელიც 2 წლის განმავლობაშ კვლავ უნივერსიტეტის ბიუჯეტით განაგრძობენ დასვენებას. როგორც „აუდიტორია 115"-ის წევრები აცხადებენ, ისინი არ დატოვებენ შენობას, სანამ ყველა მათი მოთხოვნა არ შესრულდება.


„ჩვენი მოთხოვნები მარტის მოვლენების შემდეგ არ შესრულებულა, ამიტომაც ჩვენ ისევ დავიკავეთ მეექვსე კორპუსი. ჩვენ ვითხოვთ იმას რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ ფორმით რა ფორმითაც ახლა არსებობს არ უნდა არსებობს. გარდა ამისა პრემიერ-მინისტრის შემოთავაზება, რომ განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება უნდა გაიზარდოს ესეც უნდა შესრულდეს .გარდა ამისა, ახლა შეიკრიბა ახალი პარლამენტი და აქვს ყველანაირი ბერკეტი,რომ გამოიყოს დამატებითი თანხები უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის გასარემონტებლად. სწორედ ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ამ სამი მოთხოვნის შესრულებას და ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა უნდა დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებები. ჩვენ დავრჩებით მეექვსე კორპუსში იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ეს მოთხოვნები", - განაცხადა "აუდიტორია 115"-ის წევრმა ნათია ხარშილაძემ.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პოლიციაა მობილიზებული. 












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner